ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 77 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 136 პაციენტი.
9 მაისს კლინიკა დატოვა 32-მა ადამიანმა. რეგიონის კოვიდმიმღებ კლინიკებში კრიტიკულად იმყოფება და მართვით სუნთქვაზეა 9 პაციენტი. სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობს 448 პირი, კოვიდ სასტუმროში 305, ხოლო ონლაინ კლინიკაში 716.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 69 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 61, ხოლო აჭარაში - 7.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 30 655 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 23 162 პირი, აჭარაში - 1 816.