ნიკა მელიას გირაოსთვის ევროკავშირმა უკვე გადმორიცხა 40 ათასი ლარი, რომელიც ხელისუფლებას საიამ გადასცა, ახლა უკვე შესაბამისი იურიდიული პროცედურებია შესასრულებული.
ოპოზიციის ნაწილი ამ ქმედებას აფასებს როგორც ევროკავშირის მხრიდან ნიკა მელიას პოლიტპატიმრად აღიარებას, მმართველ გუნდში საპირისპირო მოსაზრება აქვთ და მელიას გამოშვებასთან დაკავშირებით კი ამბობენ, რომ ისინი სასამართლოს ქმედებებში არ ერევიან.