საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტში, გამყოფი ხაზის გასწვრივ კიდევ ერთი ხნული გაავლეს.
ადგილობრივების ინფორმაციით ე.წ. სასაზღვრო დანაყოფის წარმომადგენლები საოკუპაციო ხაზთან გუშინ გამოჩნდნენ. სოფლების ღოღეთისა და თამარაშენის მონაკვეთზე სადერმაკაციო სამუშაოებს აწარმოებენ.
სუს-ის ინფორმაციით უკვე ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.