ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ "დიდი შვიდეულის" საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი განცხადება დაგმო. დოკუმენტში პეკინის მოძალადედ მოხსენიება და ტაივანის მხარდაჭერა ჩინეთის საშინაო საქმეებში უხეში ჩარევაა-ასეთია ოფიციალური პეკინის პოზიცია."დიდი შვიდეულის" ლონდონის სამიტის შემდეგ, საგარეო საქმეთა მინისტრებმა განცხადებაში აღნიშნეს, რომ ჩინეთი ადამიანის უფლებების დარღვევებშია დამნაშავე და თავის ეკონომიკურ გავლენას სხვების დასაჩაგრად იყენებს. პეკინში სიტყვით გამოსვლისას, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა განაცხადა, რომ ამ განცხადებაში ”უსაფუძვლო ბრალდებები” გაკეთდა, რომელიც ჩინეთის საშინაო საქმეებში უხეში ჩარევაა.