გამოიყენებს თუ არა კონსტიტუციით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას და დაადებს თუ არა ვეტოს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს“ პრეზიდენტი ეს ჯერ უცნობია, თუმცა ამ თემაზე სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციასთან შეხვედრა დაიწყო, თანაც საკუთარი ინიციატივით. პრეზიდენტი ყველა პარტიის ლიდერს ცალ-ცალკე ხვდება. ოპოზიცია ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღებას აპროტესტებს და მიაჩნიათ, რომ ის შეზღუდვას გამოხატვის თავისუფლების სივრცეს.