დავით კოდუა 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

06 მაისი 2021, 14:30 1162 ნახვა

დავით კოდუა 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

კოდუას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოს სანაცვლოდ თბილისის საქალაქო სასამართლომ შეუცვალა.

ინფორმაციას მისი ადვოკატი ადასტურებს. მისივე განმარტებით, აღკევთის შეცვლის საფუძველი კოდუას ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა გახდა.

დავით კოდუას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 14 აპრილს შეუფარდა.

გამოძიება ბიზნესმენს ოჯახის რამდენიმე წევრის მიმართ განხორციელებულ ძალადობას ედავება, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კოდუას 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი