ლუხუმ ჩხვიმიანი ყაზანის გრან სლემის ჩემპიონია

05 მაისი 2021, 19:42 1393 ნახვა

საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრი, ლუხუმ ჩხვიმიანი (-60 კგ) რუსეთის ქალაქ ყაზანში მიმდინარე გრან სლემის გამარჯვებული გახდა.

ხვიმიანმა ფინალურ შეხვედრაში რუსეთის სახელით მოასპარეზე რობერტ მშვიდობაძე,დამატებითი დროის მეხუთე წუთზე დაამარცხა.

მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში გასვლამდე, კამერუნის, პორტუგალიის, ჩეხეთის და ასევე რუსეთის წარმომადგენლები დაამარცხა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში