საქართველოში კორონავირუსის 2 171 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 24 ადამიანი

05 მაისი 2021, 10:53 1778 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 2171 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 24 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 1 074 პირი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 27 648 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 912 კვლევა ანტიგენის ტესტით და 11 736 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 4 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.85%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.33%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.27%.

ინფიცირების ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 359 შემთხვევა, აჭარა - 135, იმერეთი - 202, ქვემო ქართლი - 83, შიდა ქართლი - 82, გურია - 48, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 118, კახეთი - 54, მცხეთა-მთიანეთი - 70, სამცხე-ჯავახეთი - 13, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 148, საიდანაც: 4 289 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 449, აჭარაში - 499, იმერეთში - 417. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 839 პირი, მათ შორის, თბილისში - 413, აჭარაში - 87, იმერეთში -104. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 166 პირი, მათგან თბილისში - 112, აჭარაში - 11, იმერეთში - 12. 744 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 410 - თბილისში, 307 - აჭარაში. 10 115 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი