დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განმარტებით, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ე.წ მწვანე პასპორტების შემოღებაზე.
ამირან გამყრელიძის განმარტებით, საკოორდინაციო საბჭოზე ეს საკითხი დღესაც განიხილეს.
"განიხილება ორჯერადად აცრილი ადამიანების და მოსახლეობისთვის გარკვეული შეღავათების დაწესება. ეს საკითხი ამ დღეებში იქნება განხილული ჯანდაცვის სამინისტროში. მათ წარედგინება მწვანე სერთიფიკატის კონცეფცია, ელექტრონული მოდელი და შემდგომ საკოორდინაციო საბჭოზე მიიღება გადაწყვეტილება"-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.