რესტორნები და სასტუმროები, სადაც დასაქმებულთა უმრავლესობა აცრილი იქნება, კოვიდუსაფრთხო ობიექტის სტატუსით ისარგებლებენ - თურნავა

04 მაისი 2021, 12:54 1575 ნახვა

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ვაქცინაციის პროცესში სხვა პრიორიტეტულ ჯგუფებს ტურიზმის სექტორში დასაქმებულებიც დაემატა. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, სასტუმროებში, რესტორნებსა და სხვა ტურისტულ ორგანიზაციებში დასაქმებულებს საშუალება ექნებათ ვაქცინაცია ჩაიტარონ, ასეთი კომპანიები კი მოგვიანებით ''კოვიდ-უსაფრთხოდ'' ჩაითვლება და მსგავს კომპანიებს რეკლამირებას გაუწევენ.

ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ ეს ტურიზმის სწრაფად აღდგენაში დაეხმარებათ. ვაქცინაცია დადებითად იმოქმედებს ეკონომიკის გაჯანსაღებაზეც. 

''ტურისტული ინდუსტრია იქნება პრიორიტეტული ჯგუფი ვაქცინაციის კონტექსტში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია რაც შეიძლება  სწრაფად აღდგეს ტურიზმი, მისი მარკეტინგული მხარდაჭერა საერთაშორისო პლატფორმაზე, მსოფლიომ უნდა შეიტყოს, რომ ჩვენი ტურისტული ინდუსტრია არის კოვიდუსაფრთხო. 

ტურიზმის ადმინისტრაცია იმუშავებს სხვადასხვა ორგანიზაციასთან, ეს არის რესტორატორთა ასოციაცია, სასტუმროების ასოციაცია, იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად შედგეს შესაბამისი სიები, რესტორნის, სასტუმროს, ტუროპერატორი თანამშრომლების და მოხდება მათი ორგანიზებული ვაქცინაცია, რომელიც ნებაყოფლობითი იქნება. 

ჯანდაცვის სამინისტრო დაგვეხმარება. ის კომპანიები, სადაც დასაქმებული პერსონალის დიდი ნაწილი აცრილი იქნება, ჩაითვლება კოვიდუსაფრთხო რესტორნებად და სასტუმროებად'' - განაცხადა მინისტრმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში