როდის გამოვა საპატიმროდან ნიკა მელია? ან ციხის დატოვების რომელ გზას აირჩევს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი დღეს გაირკვევა სავარაუდოდ. მას უკვე ხვდებიან უფლებამდაცველები რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში. იქნება თუ არა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის გათავისუფლების გზებზე საუბარი, სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ გაირკვევა, თუმცა ადვოკატი გიორგი კონდახიშვილმა დღეს თქვა , რომ ამ საკითხზე იქმნება გაურკვეველი მოლოდინები, დეტალებს კი ნიკა მელიასთან შეხვედრის შემდეგ გაახმოვანებს.