ბათუმის საკალათბურთო კლუბი სუპერლიგაში დარჩენისთვის იბრძვის. დღეიდან სტარტს აიღებს სუპერლიგის საკვალიფიკაციო სერია, რომელშიც ერთმანეთს “ბათუმი” და “კავკასია” შეხვდებიან.
ამ შემთხვევაში, სერია 3 მოგებამდე გაგრძელდება და გამარჯვებული მომავალი სეზონის სუპერლიგაში ადგილს მოიპოვებს. “ბათუმმა” რეგულარულ ჩემპიონატში მე-10 ადგილი დაიკავა და სუპერლიგაში ადგილის შენარჩუნება უწევს. მისი მეტოქე “ა” ლიგის ფინალში დამარცხებული “კავკასიაა”.
სუპერლიგა უკვე დატოვა ბოლოადგილოსანმა “მგზავრებმა”, რომლის ადგილსაც მომავალ სეზონში “ა” ლიგის ჩემპიონი “მეგა” დაიკავებს.
საკვალიფიკაციო სერიის საწყისი მატჩები 4 და 5 მაისს ბათუმში გაიმართება, ხოლო 8-ში გუნდები თბილისში ითამაშებენ. საჭიროების შემთხვევაში, სერიის მე-4 მატჩი 9 მაისს თბილისში, ხოლო მე-5 შეხვედრა ბათუმში, 11 მაისს ჩატარდება.
საკვალიფიკაციო სერიის პირველი შეხვედრა დღეს ბათუმის სპორტსკოლაში 16:00 საათზე დაიწყება