სომხეთის პარლამენტის გადაწყვეტილება

03 მაისი 2021, 17:01 859 ნახვა

სომხეთის პარლამენტმა  დღევანდელ სპეციალურ სხდომაზე რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე არ აირჩია ერთადერთი კანდიდატი ნიკოლ ფაშინიანი.

მმართველმა პარტიამ“ ჩემი ნაბიჯი“ თავი შეიკავა კენჭისყრაში მონაწილეობისგან, ოპოზიციური ფრაქცია „აყვავებული სომხეთი“ სხდომაში არ მონაწილეობდა, ხოლო ოპოზიციური ფრაქცია „ნათელი სომხეთი“ ფაშინიანის კანდიდატურის  წინააღმდეგი იყო. 

კენჭისყრის პროცესი პარლამენტის დაშლისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მიზნით იყო ინიცირებული. კენჭისყრის მეორე ეტაპი 10 მაისს ჩაინიშნა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი