ერთი კანონპროექტის ორი ვერსია ამნისიტიის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივების პარლამენტში განხილვები სააღდგომო დღესასწაულების შემდეგ გაგრძელდება. პროცესის განახლების შემდეგ, ვიდრე დოკუმენტებზე მსჯელობას დეპუტატები სასესიო ფორმატში განაახლებენ, იქნება საკომიტეტო მოსმენები. იმის მიუხედავად, რომ ორი კანონპროექტია დაინიცირებული, მმართველ გუნდში ჯერ კიდევ აქვთ იმედი, რომ პოზიციების დაახლოვება შესაძლებელია.