საზღვაო და სარკინიგზო ფორუმი

29 აპრილი 2021, 12:35 1026 ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატების კომერციის დეპარტამენტის და  საქართველოში, თურქეთსა და აზერბაიჯანში აშშ-ის საელჩოების ორგანიზებით ვირტუალური ფორუმი გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავს  საზღვაო და სარკინიგზო სექტორში თანამედროვე  ტექნოლოგიების  გამოყენების  შესაძლებლობების  განხილვას და  აშშ-ის და საერთაშორისო დაფინანსების ინსტრუმენტების შესახებ ინფორმირებულობის გაზრდას.  ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა  ციფრული ტექნოლოგიების და გადაწყვეტების როლზე უსაფრთხო, სანდო და ეფექტური  სატრანსპორტო ოპერაციების უზრუნველყოფაში. მან ხაზი გაუსვა საქართველოს ნავსადგურებში ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვის და სატრანსპორტო დერეფნის გაციფროვნების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი