საქართველოში კორონავირუსის 1 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 17 პაციენტი

27 აპრილი 2021, 10:51 1054 ნახვა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში 909 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა კიდევ 17.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 27 373 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 13 127, „პისიარ“ ტესტით – 14 156.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 578 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 001 შემთხვევა, აჭარა - 128, იმერეთი - 89, ქვემო ქართლი - 56, შიდა ქართლი - 61, გურია - 39, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 84, კახეთი - 63, მცხეთა-მთიანეთი - 41, სამცხე-ჯავახეთი - 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 5,76% ბოლო 14 დღის – 4,19%, ბოლო შვიდი დღის – 4,48%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 305 850 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 287 938 გამოჯანმრთელდა, 4 043 კი, გარდაიცვალა.

ამ ეტაპზე სულ აცრილია – 40 095 ადამიანი, დღიურად აცრილია 1 552.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი