ცენტერაძეების ოჯახი და ავტობანი

26 აპრილი 2021, 20:02 908 ნახვა

მახინჯაურში მცხოვრები ცენტერაძეების ოჯახი დახმარებას ითხოვს. ამბობენ, რომ  მათი  სახლი  მიმდებარედ მშენებარე ავტობანის გამო დაზიანებულია და საცხოვრებლად სახიფათო.

ოჯახმა დახმარებისთვის შესაბამის უწყებას არა ერთხელ მიმართა, მდგომარეობის შესწავლას მათ დაჰპირდნენ, თუმცა  სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენლებს უკვე რამდენიმე თვეა უშედეგოდ ელოდებიან. ექსპერტი თავად დამოუკიდებლად დაიქირავეს, თუმცა დასკვნის მისაღებად საჭირო ფინანსები ვერ მოიძიეს. ახლა მხოლოდ სახელმწიფოს დახმარების იმედად არიან.

ჩვენ დავუკავშირდით საავტომობილო გზების დეპარტამენტს, სადაც გვითხრეს, რომ ცენტერაძეების საცხოვრებელი სახლის მდგომარეობის  შესწავლა პანდემიის გამო ვერ მოხერხდა. თუ შეზღუდვები კიდევ უფრო არ გამკაცრდა, როგორც ამბობენ, სპეციალისტები  დაზარალებულებთან მაისში  მივლენ.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი