მოსწავლეებისა და პედაგოგების კორონავირუსით ინფიცირების გამო დღეიდან ბათუმის მესამე საჯარო სკოლა, ასევე გიმნაზია 21-ე საუკუნე დაიხურა და სწავლის დისტანციურ მოდელზე გადავიდა. მოსწავლის ინფიცირების გამო, ევრო 2 000-ში ერთი კლასი ისევ ონლაინ რეჟიმს დაუბრუნდა. იგივე მიზეზით, დღეიდან ქობულეთში ნაკაიძეების, ლეღვას პირველი და საჩინოს საჯარო სკოლებიც დაიკეტა. ინფიცირებულები არიან მოსწავლეები და მასწავლებლები.
დაიხურა ქობულეთის მეხუთე და ხუცუბნის საჯარო ბაღებიც, კოვიდ 19 პედაგოგებს გამოუვლინდათ.
კოვიდშემთხვევების გამო აჭარაში ამ დროისთვის 13 სკოლა და 6 ბაღია დახურული, ასევე დისტანციურად მიმდინარეობს სასწავლო პროცესი სხვადასხვა სკოლის 24 კლასში.