“კლიმატის შესახებ ლიდერთა სამიტი” ონლაინ გაიმართა

23 აპრილი 2021, 12:49 695 ნახვა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა,  „კლიმატის შესახებ ლიდერთა სამიტში” მიიღო მონაწილეობა. სამიტს, რომელიც ონლაინ ფორმატში ჩატარდა, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა კლიმატის საკითხებში, ჯონ კერიმ უმასპინძლა. სამიტზე კლიმატური ცვლილებების შერბილებასა და სათბური გაზების ემისიების შემცირების საკითხებზე ღია დიალოგის მიზნით, მონაწილეობა მსოფლიოს 50-მდე ქვეყნის გარემოსდაცვითი მიმართულების ლიდერმა მიიღო. მხარეებმა ერთმანეთს კლიმატურ ცვლილებასთან დაკავშირებული გამოცდილება გაუზიარეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში