ბათუმში „შავი ზღვის მარაგების შეფასების სუბრეგიონული ჯგუფის“ სამუშაო შეხვედრა გაიმართა

15 ივნისი 2025, 10:42 82 ნახვა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ბათუმის რეგიონულ ოფისში, შავი ზღვის თევზის პრიორიტეტული სარეწაო სახეობების საკითხზე „შავი ზღვის მარაგების შეფასების სუბრეგიონული ჯგუფის (SGSABS)“ სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შეხვედრაში სააგენტოს მეთევზეობის, აკვაკულტურისა და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტის სპეციალისტებთან ერთად, გერმანიის, იტალიის, ესპანეთის, ბულგარეთის, თურქეთისა და უკრაინის წამყვანი ექსპერტები მონაწილეობდნენ.

შეხვედრის ფარგლებში, მომზადდება მონაცემთა ბაზა, რომლის საფუძველზე საქართველოს სანაპირო წყლებში გავრცელებული სარეწაო თევზების მარაგების შეფასება და სარეწაო პროგნოზირება განხორციელდება. აღნიშნული აქტივობა ხელს შეუწყობს საქართველოში თევზის რესურსების შენარჩუნებას და მდგრად გამოყენებას.

"შეხვედრა ხმელთაშუა ზღვის მეთევზეობის გენერალური კომისიის მხარდაჭერით ჩატარდა.

გარემოს ეროვნული სააგენტო აქტიურად აგრძელებს თანამშრომლობას გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ხმელთაშუა ზღვის მეთევზეობის გენერალურ კომისიასთან (FAO/GFCM). თანამშრომლობის ფარგლებში, დაგეგმილია გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების გადამზადება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში