საგარეო საქმეთა მინისტრი ბუქარესტს ეწვევა, სადაც ის, თავის უკრაინელ კოლეგასთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს რუმინეთი პოლონეთი თურქეთის სამმხრივ მინისტერიალში. უწყების ცნობით, რეგიონალურ უსაფრთხოებასთან და საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ. ვიზიტის ფარგლებში, დავით ზალკალიანი პირისპირ შეხვედრებს გამართავს პოლონეთის, რუმინეთის, თურქეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებთან. ასევე საქართველოსა და რუმინეთის პირველი დიპლომატები ხელს მოაწერენ 2021-2022 წლებში საგარეო საქმეთა სამინისტროების სამოქმედო გეგმას.