კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო

19 აპრილი 2021, 19:38 2012 ნახვა

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, ვაქცინაციისთვის შექმნილ სპეციალურ პორტალზე, 18+ ასაკის ადამიანებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო.

"წინასწარი რეგისტრაციის მიზანია სწრაფად და დაუყოვნებლივ მივიღოთ ინფორმაცია COVID -19 ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობის შესახებ. ასევე გეძლევათ ვაქცინებს შორის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. COVID-19 ვაქცინაციაში მონაწილეობა შეუძლია 18 წელზე უფროს მოსახლეობას",  - წერია რეგისტრაციის პორტალზე.

ამ დროისთვის (19:40 საათი) ვებგვერდზე 14 128 ადამიანია რეგისტრირებული. 

უახლესი მონაცემებით, რეგისტრირებულთა უმეტესობა უპირატესობას "ფაიზერის" ვაქცინას ანიჭებს. მეორე ადგილზეა - "მოდერნა" მესამეზე კი "ასტრაზენეკა"

პირადი მონაცემების შევსების დროს, მსურველებს ვაქცინებს შორის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა ეძლევათ. რეგისტრაციისას მომხმარებელს შეუძლია მაქსიმუმ სამი ვაქცინა აირჩიოს.

რეგისტრაციის გავლა პორტალზე www.moh.gov.ge-ზეა შესაძლებელი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი