მხარეებმა ხელი უნდა მოაწერონ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს - არასამთავრობო ორგანიზაციები

19 აპრილი 2021, 17:30 788 ნახვა

მედიაციის პროცესში ჩართულმა მხარეებმა ხელი უნდა მოაწერონ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ კომპრომისულ წინადადებას, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

"მოვუწოდებთ მედიაციის პროცესში ჩართულ ყველა პოლიტიკურ აქტორს, გაითვალისწინონ ქვეყანაში არსებული კრიზისული მდგომარეობა, საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკური მომავლისთვის შექმნილი საფრთხე. შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელონ საერთო საზოგადოებრივი ინტერესებით, ხელი მოაწერონ წარმოდგენილ დოკუმენტს და მისი იმპლემენტაცია მოახდინონ საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი