მეუფე სპირიდონი ომბუდსმენის წინააღმდეგ

17 აპრილი 2021, 12:17 1201 ნახვა

ერთსქესიანთა დაქორწინებას ითხოვენ და მაგათი სადმე შეშვება არის იქაურების წაბილწვა - ეს განცხადება სხალთის ეპარქიის ეპისკოპოსმა გააკეთა. მეუფე სპირიდონმა სახალხო დამცველის წარმომადგენლები სამცხე-ჯავახეთის ბავშთა სახლში არ შეუშვა. მან სპეციალური განცხადება გააკეთა და ვიდეო მიმართვა სოციალური ქსელით გაავრცელა. სპირიდონის განმარტებით, ომბუდსმენის აპარატის მუშაობის კურსი მისთვის მიუღებელია.

რაც შეეხება  სახალხო დამცველის აპარატს აღნიშნავს, რომ  ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში განხორციელებულმა მონიტორინგებმა გამოკვეთა ბავშვთა მიმართ ძალადობის მწვავე ფაქტები და ბავშვების დასჯის შემთხვევები. გავრცელებულ განცხადებაში ომბუცმენმა განმარტა, რომ პანსიონში მცხოვრები არასრულწლოვნები ფაქტიურად იზოლირებული არიან სოციუმიდან.

ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ მონიტორინგის შედეგების გამო არ უშვებს ბავშვთა სახლში მათ მეუფე სპირიდონი, ასევე აცხადებს, რომ სხალთის ეპისკოპოსი ბავშვთა სახლში სოციალური მუშაკის ვიზიტის წინააღმდეგიცაა.  ამჟამად ნინოწმინდის  პანსიონში 57 არასრულწლოვანი ირიცხება. საქართველოს საპატრიარქოში მეუფე სპირიდონის განცხადებები ამ დრომდე არ შეუფასებიათ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი