,ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ პროგრამაში მონაწილეთა დოკუმენტაციას ,,საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია“ შეისწავლის.ტენდერში გამარჯვებული კომპანია აპლიკანტი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლას, ანკეტის შევსებას, აპლიკანტი ოჯახების მონაცემთა ბაზის შექმნასა და სარეიტინგო ქულების მინიჭებას უზრუნველყოფს.პირველ ეტაპზე 111 აპლიკანტი შეირჩა, რომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლას ორი თვე სჭირდება. აპლიკანტები ბინებს ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე 4 ხუთსართულიან კორპუსში მიიღებენ.