ქუთაისის ცენტრში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს

14 აპრილი 2021, 16:55 859 ნახვა

„რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ წევრები ქუთაისში ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები დღეს მოედანზე დარჩენას და მის პიკეტირებას გეგმავენ.

როგორც ვარლამ გოლეთიანმა აღნიშნა, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია სიმშვიდის შენარჩუნება და ხელისუფლებისთვის ხმის მიწვდენა.

"ჩვენ შევძლებთ დღევანდელი ღამე გავათიოთ აქ, პიკეტირებული გვქონდეს მოედანი, უბრალოდ გავხდეთ უპრეცედენტო პროცესის მონაწილე, ეს იქნება ქმედება, რომელიც გააოცებს მსოფლიოს და ყველას აჩვენებს ჩვენ სულიერ და ზნეობრივ სახეს'', – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

მანამდე კი მათ სოფელ გუმათში აქცია გამართეს და „გუმათჰესთან“ აღმართულ რკინის ბარიკადებზე ხელების დარტყმითა და ხმაურით კიდევ ერთხელ გამოხატეს პროტესტი ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი