დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის ინფორმაციით, რეინფიცირების 100-მდე შესაძლო შემთხვევიდან მხოლოდ 3 შემთხვევა დადასტურდა.
მისივე განცხადებით, დღეისათვის დარჩენილია 19 შემთხვევა, რომელზეც მოძიებულია როგორც პირველი, ასევე, მეორე შედეგი PCR ტესტირების, რათა მოხდეს მათი სეკვენირება.
"სამ შემთხვევაში დადასტურდა, რომ ეს იყო ნამდვილად რეინფიცირება. გენეტიკური პროფილი პირველ და მეორე შემთხვევებში განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან, რაც არის რეინფიცირების დამადასტურებელი. ერთ შემთხვევაში საქმე გვქონდა იმავე შტამთან, ეს იყო არა რეინფიცირება, არამედ პერსისტენცია ვირუსის"-განაცხადა პაატა იმნაძემ.
იმნაძის განმარტებით, რეინფიცირების ერთი შემთხვევა იყო 2.5 თვეში, მეორე სამ თვეში და მესამე სამ თვეზე ოდნავ მეტი ხნის განმავლობაში.