ე.წ კომენდანტის საათი სერიოზულად აგდებს მობილობას და სწორედ ის არის ერთ-ერთი ქმედითი იარაღი პანდემიასთან ბრძოლისას-ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა.
ამირან გამყრელიძის თქმით, არსებულ სიტუაციაში შაბათ-კვირას რესტორნები დაკეტილი რომ არ იყოს და ღამის გადაადგილებაზე შეზღუდვა არ მოქმედებდეს ძალიან სწრაფი ნახტომი გვექნებოდა.
მისივე განცხადებით, რესტორნები და დიდი სუფრები არის ინფიცირების ერთ-ერთი მთავარი წყარო.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა მოსახლეობას მოუწოდა იყვნენ ძალიან მოკრძალებულნი აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით.