სოფელ გუმათში „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქცია დილიდან განახლდა

14 აპრილი 2021, 10:13 813 ნახვა

სოფელ გუმათში „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქცია დილიდან განახლდა.

დღეს დილიდან სოფელ ნამახვანისკენ მიმავალი გზა პოლიციამ რკინის ბარიერებით გადაკეტა, რასაც ჰესის მოწინაღმდეგეთა პროტესტი მოჰყვა.

აქციის მონაწილეები და მათი მხარდამჭერები პროტესტს ღობეზე მუშტების ბრახუნით გამოხატავენ.

მათი განმარტებით, ისინი მშვიდობიან პროტესტს გააგრძელებენ.

,,ენკას“ ბაზასთან, სადაც „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იმყოფებიან, გუშინ ღამე მომხდარი დაპირისპირებისას კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ 6 პირი დააკავა.

უწყებაში აცხადებენ, რომ  მიუხედავად პოლიციის მიერ არაერთი გაფრთხილებისა, აქციის მონაწილეებმა არ გაათავისუფლეს გზის სავალი ნაწილი, არ დაემორჩილნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს, რის შემდეგაც პოლიციამ გამოიყენა იძულების პროპორციული ღონისძიებები.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი