ხმაური რიონის ხეობაში - "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეებსა და სამართალდამცველებს შორის ვითარება დაიძაბა

13 აპრილი 2021, 19:34 997 ნახვა

სოფელ გუმათში, კომპანია „ენკას“ ბაზასთან საპროტესტო აქცია გრძელდება.

ცოტა ხნის წინ „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებსა და სამართალდამცველებს შორის ვითარება დაიძაბა. აქციის მონაწილეებმა კომპანია "ენკას“ მანქანას გადაადგილების საშუალება არ მისცეს და მძღოლს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდეს.

აქტივისტების თქმით, მათი მიზანია კომპანია "ენკას“ სამშენებლო ტექნიკამ სამუშაოების განხორციელება ვერ შეძლოს.

შემთხვევის ადგილას სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი