15 მაისიდან ავიაკომპანია „ეარ ასტანა“ ალმათი-ბათუმის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს

13 აპრილი 2021, 15:27 599 ნახვა

15 მაისიდან ავიაკომპანია „ეარ ასტანა“ ალმათი-ბათუმის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს.

ინფორმაციას თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯია“ ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, რეისები კვირაში სამჯერ – ორშაბათს, ოთხშაბათსა და შაბათს Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში