,,ნამახვანჰესის მშენებელმა კომპანია ENKA-მ ის ტერიტორია გადახნა, სადაც კარვები იყო გაშლილი,“ აცხადებენ რიონის ხეობაში მყოფი აქტივისტები, რომლებიც უკვე 168-ე დღეა ნამახვანჰესის მშენებლობას აპროტესტებენ. მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა ნამახვანში კარვები დაშალეს, აქციის მონაწილეებმა გუმათში გადაინაცვლეს და იქ გააგრძელეს პროტესტი.