აფხაზეთის მთავრობის შენობასთან აქციაზე 6 ადამიანია დაკავებული

12 აპრილი 2021, 17:45 1167 ნახვა

აფხაზეთის უმაღლეს საბჭოსთან საპროტესტო აქციაზე წვრილმან ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის  მუხლებით ექვსი  მოქალაქე  დააკავეს.    

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლის მხრიდან შეკრების მონაწილეების მიმართ განხორციელებული სავარაუდო სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა გამოძიება დაიწყო.

აფხაზეთის უმაღლეს საბჭოსთან შეკრებილი დევნილები და აქტივისტები ხუთდღიანი კარანტინის მოხსნას ითხოვდნენ. მათ აფხაზეთის მთავრობის წევრებთან შეხვედრა სურდათ,  რისი საშუალებაც არსებული ინფორმაციით, პოლიციამ არ მისცა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა  აქციაზე შსს-ს ცალკეული თანამშრომლის მხრიდან სავარაუდო უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, გამოძიება დაიწყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი