საქართველოში „მარადისობის დღე“ ფუძნდება. იდეის ავტორები საზოგადოებრივი ძალის შექმნას გეგმავენ, რომელმაც სამოქალაქო კონტროლის ფუნქცია უნდა იტვირთოს და როგორც ამბობენ არ დაუშვას ქვეყნის ცივილიზებული განვითარების არჩევანიდან გადახვევა.
მომღერალ გია გაჩეჩილაძის მიერ ორგანიზებული შეკრების მონაწილეები თბილისში ჯერ ევროპის მოედანზე, შემდეგ კი დედა ენის ბაღში მივიდნენ და „უცნობის“ ავტორობით შემუშავებულ ტექსტზე მხარდაჭერა ხელმოწერით დააფიქსირეს.
ევროპის მოედნის შემდეგ მოქალაქეები მსვლელობით საპატრიარქოსთან მივიდნენ და პატრიარქს მხარდაჭერა გამოუცხადეს.