სპეციალური განცხადება გამოაქვეყნა მდინარე ენგურთან მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ. "აშშ-ს საელჩო გულითად სამძიმარს უცხადებს გუშინ მდინარე ენგურის გადაკვეთის მცდელობის დროს დაღუპული ქართველების ოჯახებსა და მეგობრებს; ადამიანის სიცოცხლის დაცვა მოითხოვს ყოველი მხრიდან ერთობლივი თანამშრომლობის გაგრძელებას, რათა თავიდან იქნას აცილებული გუშინ წყალში დახრჩობით გამოწვეული სიკვდილის მსგავსი მომავალი ტრაგედიები. ეს შემზარავი გარემოება უკვე მრავალი წელია ყველას გვახსენებს, რომ ოჯახებს უხდებათ წარმოუდგენელი არჩევანის გაკეთება იყვნენ მათთვის საყვარელ ხალხთან ერთად, მიიღონ სამედიცინო დახმარება და განათლება, ან ოჯახი უზრუნველყონ საკვებით. აშშ-ის ერთგულება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევია“ ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.