მთავრობის წევრებმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
დაღუპულთა ხსოვნის პატივსაგებად რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდნენ ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვის, განათლების, თავდაცვის, ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა მინისტრები.
დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო თბილისის მერმაც.
9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი გავიდა.