Facebook Messenger-ის, WhatsApp-ის და Instagram-ის მუშაობაში შეფერხება დაფიქსირდა. მომხმარებლების დიდი ნაწილი საიტისა და აპლიკაციების გამოყენებას ვერ ახერხებს.
ინტერნეტპლატფორმა Downdetector-ის ინფორმაციით, მომხმარებელთა 59%-ი საერთოდ ვერ შედის, ავტორიზაციის პრობლემა აქვს 25%, ხოლო 15% მიმდინარე სიახლეებს ვერ ეცნობა.
რამ გამოიწვია სოციალური ქსელები შეფერხება ჯერ ჯერობით უცნობია. კომპანიას შეფერხებასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.