ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა არ დავუშვათ მესამე ტალღა - პრემიერი

08 აპრილი 2021, 16:44 933 ნახვა

პრემიერ-მინისტრის განცხადებით,  მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში ინფიცირების შემთხვევები იმატებს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ყველაფერი უნდა  გაკეთდეს იმისთვის, რომ არ დაიწყოს მესამე ტალღა და მკაცრი შემზღუდავი ღონისძიებები არ დაწესდეს. პრემიერის განმარტებით, ამის ერთადერთი მექანიზმი რეგულაციების დაცვაა.

''პირბადის სწორად ტარება, ყველა ტიპის ხალხმრავალი შეკრებებისგან, მათ შორის სოციალური ღონისძიებების ორგანიზებისგან თავის შეკავება - ეს ის ელემენტარული დათმობებია, რომელზეც ჩვენი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის გამო უნდა წავიდეთ,  ვიდრე ვაქცინაცია დაგვიცავს. მინდა, მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოვუწოდო ამ რეგულაციების მაქსიმალური დაცვისკენ'' - განაცხადა მთავრობის სხდომაზე პრემიერმა, რომელიც ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი