“ჩვენი პირველი მტერი ახლა არის სუფრები", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
პაატა იმნაძემ აღნიშნა, რომ შეზღუდვები თუ არ გვინდა, უნდა დავიცვათ ელემენტარული რეგულაციები.
"ყველა ეპიდაფეთქება, რაც დღეს გვაქვს ქვეყანაში, ეგრეთ წოდებული კლასტერები, გარდა ოჯახურისა, არის ქეიფის, ჭირის სუფრის, ქორწილების შემდეგ. გასაგებია, რომ პირბადით სუფრასთან ვერ დაჯდები.
ჩვენი პირველი მტერი არის სუფრა. სადაც არის რეგულაციები დაცული, იქ კორონავირუსის გავრცელების რისკი არის დაბალი. ჩვენ ხომ ვხედავთ, სადაც ეპიდაფეთქებებია, იმ დასახლებულ პუნქტებში მკაცრდება რეჟიმი“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.