ქობულეთში სასტუმრო "დიანაში" ხანძარი გაჩნდა

07 აპრილი 2021, 15:25 914 ნახვა

ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე სასტუმრო "დიანაში" ხანძარი იყო. 

სასტუმროს მეპატრონე მანანა ქათამაძე აცხადებს, რომ ცეცხლი მე-7 სართულზე ლიფტის შახტაში გაჩნდა, რის გამოც სახანძრო გამოიძახეს.

მისივე განმარტებით, სავარაუდოდ ხანძარი მოკლე ჩართვამ გამოიწვია. ცეცხლის გაჩენის დროს სასტუმროში ვიზიტორები არ იმყოფებოდნენ.

საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია, დაშავებული კი არავინაა.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში