ბათუმში სახლის ჩამონგრევის შედეგად ერთი მამაკაცი დაიღუპა, სამი კი დაშავდა 

07 აპრილი 2021, 15:09 7649 ნახვა

ბათუმში, ურეხის დასახლებაში მშენებარე სახლი ჩამოინგრა, ნანგრევებში მოყოლილი ერთი მამაკაცი გარდაიცვალა, რამდენიმე კი დაშავდა. 

გადაცვლილი  მაშველებმა ნანგრევებიდან ცოტა ხნის წინ ამოიყვანეს. მის ცხედარს პროზექტურაში გადაასვენებენ. 

არსებული ინფორმაციით, სახლზე მეორე სართულს აშენებდნენ, რა დროსაც შენობა ჩამოინგრა. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. 

შემთხვევის დროს 6 ადამიანი დაშავდა, ისინი ორ სხვადსხვა კლინიკაში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 240 მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში