ინჯალოს დასახლებაში მშენებარე სახლი ჩამოინგრა - არიან დაშავებულები

07 აპრილი 2021, 14:39 1176 ნახვა

ბათუმში, ურეხის დასახლებაში მშენებარე სახლი ჩამოინგრა, არიან დაშავებულები. ერთი დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს, მეორე კი ნანგრევებშია მოყოლილი. ადგილობრივების ინფორმაციით, ჯერ-ჯერობით მისი ამოყვანა ვერ ხერხდება. 

შემთხვევის ადგილას იმყოფებიან სამართალდამცველები და მაშველები. 

მედიკოსების ინფორმაციით დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა საშუალო სირთულისაა. 

რა გახდა ნგრევის მიზეზი ამ ეტაპისთვის უცნობია. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში