დავა მიწის ნაკვეთის გამო

07 აპრილი 2021, 12:39 826 ნახვა

ხელვაჩაურში ,შარაბიძის მე-2 ჩიხში მოქალაქეებმა აქცია გამართეს. მათ  ინვესტორზე  572 კვ/მ  მიწის ნაკვეთის  გასხვისება გააპროტესტეს. საუბარია ფარტენაძეების ოჯახზე. მათი თქმით, ახლა უკვე გასხვისებული მიწის ნაკვეთი  2008 წელს  დაახლოებით 60 000 ლარად იყიდეს,  თუმცა ორი წლის შემდეგ ჩამოართვეს. გვითხრეს, რომ საკუთარი უფლებების დასაცავად და ქონების დასაბრუნებლად სასამართლოს მიმართეს, თუმცა საქმე აქ ჯერ ისევ  გამოუძიებელია. ადგილზე იმყოფებოდა  შპს ,, მუხრანის პურის’’ დირექტორი, რომელმაც ჩვენს გადამღებ ჯგუფთან განაცხადა, რომ აღნიშნული ტერიტორია, დაახლოებით ორი თვის წინ  აუქციონის წესით შეიძინა. რა თანხა გადაიხადა და რის გაკეთებას აპირებს ადგილზე , ამას საიდუმლოდ ტოვებს, თუმცა ტერიტორია მას უკვე შემოღობილია ქვის. აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად რკინის კონსტრუქციები წააქციეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი