ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში, მდინარე ენგურზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. მაშველებმა 3 მოქალაქის ცხედარი მდინარიდან უკვე ამოიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, ისინი გალიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას ცდილობდნენ.
დამატებით გრძელდება ერთი მოქალაქის სამძებრო-სამაშველო ღონისძიება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 143-ე და 115-ე მუხლით დაიწყო.