ბათუმის ''დინამოს'' და ქობულეთის ''შუქურას'' მეტოქეები დავით ყიფიანის თასზე ცნობილია

05 აპრილი 2021, 19:38 1141 ნახვა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების 1/16-ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა და შესაბამისად ტურნირზე შემორჩენილი 32 გუნდი დაწყვილდა.

ამ ეტაპზე კრისტალბეთ ეროვნული ლიგისა და კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის ოცივე მონაწილე და ასევე ლიგა 3-ის შვიდი, ლიგა 4-ის 3 და ორი რეგიონული ლიგის გუნდია.

დავით ყიფიანის თასის მეთექვსმეტედფინალში ბათუმის "დინამოს" მეტოქე ეროვნული ლიგა ორის წარმომადგენელი "რუსთავი" იქნება . წილისყრის დროს არ გაუმართლა ქობულეთის "შუქურას".

ერთადერთი წყვილი ,სადაც ეროვნული ლიგის გუნდების წყვილი შედგა სწორედ ქობულეთლებისაა. გიორგი შაშიაშვილის გაწვრთნილი "შუქურა" ეროვნული ლიგის ლიდერს თბილისის "დინამოს" დაუპირისპირდება. თასის ფორმატის მიხედვით შეხვედრები ერთ რაუნდიანია და მასპინძლის სტატუსი წყვილში უფრო დაბალი რეიტინგის გუნდს აქვს.

დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/16-ფინალური ეტაპის მატჩები 20-21 აპრილს გაიმართება.

  • „დიდუბე“ – „გორი“
  • „მაღაროელი“ – „სამგურალი“
  • „გურია“ – „ჩიხურა“
  • „საბურთალო 2“ – „გარეჯი“
  • „შუქურა“ – „დინამო თბილისი“
  • „სიონი“ – „სამტრედია“
  • „ვიტ ჯორჯია 2“ – „დილა“
  • „სამგურალი 2“ – „თელავი“
  • „ზესტაფონი“ – „არაგვი“
  • „გაგრა“ – „დინამო ზუგდიდი“
  • „დინამო თბილისი 2“ – „ვიტ ჯორჯია“
  • „მერანი“ (თბილისი) – „ლოკომოტივი“
  • „მერანი“ (მარტვილი) – „ტორპედო“
  • „რუსთავი“ – „დინამო ბათუმი“
  • „ლეგიონი“ – „შევარდენი“
  • „სპაერი“ – „საბურთალო“.
სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში