იორდანიაში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა იყო

05 აპრილი 2021, 17:11 821 ნახვა

იორდანიის ჰაშინიტურმა სამეფომ მეფე აბდალა მეორის წინააღმდეგ შეთქმულების გახსნისა და მისი ყველა მონაწილის დაკავების შესახებ განაცხადა.  იორდანიის დედაქალაქ ამანში 4 აპრილის ღამეს სახელმწიფო გადატრიალება აღკვეთეს.  დაპატიმრებულია სამეფო ოჯახის წევრი შერიფ ჰასანი და ყოფილი ფინანსთა მინისტრი ბასამა ავადალა, ასევე რამდენიმე მაღალჩინოსანი ოფიცერი. 

ამას გარდა, დაკავებულია ადგილობრივ  ბედუინთა ტომის რამდენიმე ლიდერი.  ქვეყნის ხელისუფლებამ ბრალდება წაუყენა მეფის ღვიძლ ძმას ჰამზა ბენ ჰუსეინს, რომელიც 2004 წლამდე ტახტის მემკვიდრე პრინცი იყო. აბდალა მეორე იორდანიას 1999 წლის შემდეგ მართავს. ტახტზე ასვლამდე იგი სამეფოს არმიის სპეცრაზმს ხელმძღვანელობდა.

2004 წელს აბდალამ საკუთარი ვაჟი ტახტის ახალ მემკვიდრედ დაასახელა. სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზების მცდელობაში ბრალდებული ჰამზა შინაპატიმრობაშია. იგი შეზღუდვების მიუხედავად უცხოური მედიით საჯარო მიმართვებს ავრცელებს და ამბობს, რომ  მმართველ მეფეს დაუპირისპირდება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში