ქუთაისის მერიაში ჟურნალისტი ბუბა ჩივაძე დააკავეს, რის შემდეგადაც შეუძლოდ გახდა

05 აპრილი 2021, 17:19 1122 ნახვა

რამდენიმე წუთის წინ ქუთაისის მერიაში ხმაური იყო. ჟურნალისტი ბუბა ჩივაძე მერთან შეხვედრას ითხოვდა. მისი განცხადებით თუ მერი მას დაუყოვნებლივ არ შეხვდებოდა ის შიმშილობას დაიწყებდა.

მოგვიანებით მერიის შენობაში სიტუაცია დაიძაბა, ბუბა ჩივაძე მერის კაბინეტში შევიდა

იქვე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები, მათ ჟურნალისტს შენობიდან გასვლა მოსთხოვეს, შემდეგ კი ბორკილები დაადეს და შენობიდან გაიყვანეს.

დაკავების შემდეგ ჟურნალისტი ცუდად გახდა და სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ის საავადმყოფოში გადაიყვანა.

დაკავებამდე ბუბა ჩივაძე აცხადებდა, რომ შენობაში შესვლის დროს,  მერიის დაცვის თანამშრომელმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენ რის გამოც საპატრულო პოლიცია გამოიძახა. მისივე თქმით, დაზიანებები ხელებზე აღენიშნება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი