უგულავა თანაპარტიელებს მიმართავს

04 ნოემბერი 2016, 00:00 2895 ნახვა

თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა, თანაპარტიელებსა და მხარდაჭერებს ღია წერილით მიმართავს. გავრცელებულ მიმართვაში უგულავა აღნიშნავს, რომ ”ნაციონალური მოძრაობა” ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილისთვის წინააღმდეგობის გაწევა შეუძლია. ის საპარლამენტო არჩევნებსაც ეხმაურება და აცხადებს, რომ “ქართულმა ოცნებამ” არჩევნების გასაყალბებლად ყველა ხერხი გამოიყენა. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ამომრჩევლებისთვის გაურკვევლობას, დაბნეულობას ასხივებდა. უგულავა პარტიის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობიდან აპირებს გადადგომას.  “აუცილებელია, პარტიამ თავისუფალი კენჭისყრით, კონკურენტულ გარემოში ახალი თავმჯდომარე და პოლიტიკური საბჭო აირჩიოს, რათა მოხდეს ახალი და წარმატებული ადამიანების პარტიის მართვაში ინტეგრირება, რომლებმაც ამ არჩევნებზე თავი გამოიჩინეს, იქნება ეს ცენტრალურ საბჭოში თუ რეგიონებში”- ნათქვამია უგულავას ღია წერილში

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი