საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების სამხედრო ატაშეები ყოველწლიური გეგმის ფარგლებში თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებს სტუმრობენ.
სამხედრო ატაშეებმა წელს პირველი გასვლითი შეხვედრა აღმოსავლეთ სარდლობაში გამართეს. ატაშეები ეცნობიან თავდაცვის უწყების ნატოს სტანდარტებით ტრანსფორმაციის პროცესებს და სამომავლო გეგმებს.