ევროკავშირი ურთიერთობის შეცვლას გეგმავს

02 აპრილი 2021, 20:14 914 ნახვა

ევროპარლამენტარები ერთობლივი განცხადებით მწუხარებას გამოხატავენ იმის გამო, რომ ქართველი პოლიტიკური ლიდერები ევროკავშირის მედიატორის, კრისტიან დანიელსონის წინადადებას არ დათანხმდნენ და ამბობენ, რომ ეს გავლენას მოახდენს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე. 

დეპუტატებმა დღეს შეხვედრა გამართეს ევროპის საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელთან საქართველოში, კრისტიან დანიელსონთან და შემდეგ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

განცხადების ერთერთი ხელმომწერი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოში იმყოფება და შეხვედრებს დახურულ კარს მიღმა მართავს.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი